Gym Class Heroes

Your description goes here

  • RSS
  • Delicious
  • Facebook
  • Twitter

Popular Posts

Hello world!
Righteous Kill
Quisque sed felis

About Me

My Photo
მოსწავლე
თბილისი, Georgia
View my complete profile

Popular Posts

Thumbnail Recent Post

Righteous Kill

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Quisque sed felis

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Etiam augue pede, molestie eget.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Hellgate is back

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit ...

Post with links

This is the web2feel wordpress theme demo site. You have come here from our home page. Explore the Theme preview and inorder to RETURN to the web2feel home page CLICK ...

Archive for December 2009

სახელგანთქმული რუსი ქიმიკოსი, პერიოდულობის სისტემის შემქმნელი დიმიტრი ივანოვიჩ მენდელეევი დაიბადა 1834 წლის 8 თებერვალს პატარა ქალაქ ტობოლსკში.

მენდელეევი იყო გენიალური ქიმიკოსი. არა მარტო იმიტომ, რომ მან შექმნა პერიოდულობის სისტემა. ასეთი სისტემები მენდელეევამდეც არსებობდა, უბრალოდ ისინი არ იყო სრულყოფილი. მენდელეევის დროს ცხადია არ იყო აღმოჩენილი ყველა ქიმიური ელემენტი, მაგრამ მენდელეევმა წინასწარ განსაზღვრა ამ ელემენტების არსებობა და პერიოდულობის სისტემაში საჭირო ადგილები გამოყო მათთვის.

მენდელეევი დაიბადა დიდ ოჯახში. ის იყო 13-ე შვილი 17-დან, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მენდელეევების ოჯახში გაცილებით მეტი ბავშვი იყო და უბრალოდ ისინი ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.

მენდელეევს მამა, ივან პავლოვიჩ მენდელეევი, 13 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა მარია დიმიტრიევნა მენდელეევა (ქალიშვილობის გვარი კორნილეევა) ფლობდა მინის ქარხანას, რაც ბავშვობიდანვე იზიდავდა მომავალ ქიმიკოსს. ის ერთი ხანობა მუშაობდა კიდეც იქ. მენდელეევი 13 წლის იყო, როდესაც ტობოლსკის გიმნაზიაში შეიყვანეს, ქარხანა კი დაიწვა.

1849 მისი უკვე ძალიან ღარიბი ოჯახი გადავიდა სანკტ პეტერბურგში, სადაც დიმიტრიმ მოახერხა მთავარ პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლის დაწყება. მოგვიანებით მას ტუბერკულოზი დაუდგინეს, რის გამოც ყირიმში მოუწია გადასახლება, საიდანაც 1857 წელს დაბრუნდა.

1859-1861 წლებში მან შეისწავლა სითხეების კაპილარული მოვლენები და სპექტროსკოპზე მუშაობდა ჰაიდელბერგში. 1862 წელს ის დაქორწინდა ფეოზვა ნიკიტიჩნა ლეშჩევაზე. იმ დროისათვის რუსეთში ქიმია არც თუ ისე კარგად იყო განვითარებული. 1863 წელს დიმიტრი გახდა პროფესორი პეტერბურგის ტექნოლოგიურ და პეტერბურგის უნივერსიტეტებში. 1867 წლისათვის ის ე.წ. მუდმივი წევრი (tenure) ამ უნივერსიტეტებისა. 1865 წელს მან მიიღო მეცნიერებათა დოქტორის წოდება შრომისატვის: “წყლისა და ალკოჰოლის კომბინაციების” შესახებ, მისმა შრომებმა 1871 წლისათვის პეტერბურგი ქიმიური კვლევების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ცენტრი გახდა.

1876 წელს ის შეხვდა ანნა ივანოვნა პავლოვნას, რომელიც ძალიან, ძალიან შეუყვარდა. 1881 წელს მან ცოლობა სთხოვა ანნას, უარყოფის შემთხვევაში კი თავის მოკვლით დაიმუქრა. 1882 წელს გაშორდა პირველ ცოლ ფეოზვა, მაგრამ მაშინ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებით პირველი ქორწინებიდან 7 წელი მაინც უნდა გასულიყო მეორე ქორწინებამე. ამიტომ მისი ქპრწინება ჩაითვლა უკანონოდ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ის ვერ მოხვდა რისეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ტუმცა იმ დროისატვის სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მას ჰყავდა ორი შვილი ვალოდია და ოლგა ფეოზვასგან, ხოლო 4 ანნასგან. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ვაჟს ერქვა ივანი. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ლუიბოვი შემდგომში ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრ ბლოკის ცოლი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მენდელეევი დაფასებული მეცნიერი იყო (მან მიიღო კოპლის (Copley) მედალი ლონდონის სამეცნიერო საზოგადოებისაგან) 1890 წლის 17 აგვისტოს თავი დაანება პეტერბურგის უნივერსიტეტს გადადგა რა თანამდებობიდან.

1893 წელს ის გახდა წონისა და საზომების (Weights and Measures) ბიუროს დირექტორი. სწორედ მისი დამსახურებაა არყის წარმოებაში ახალი სახელმწიფო სტანდარტების შემოღება. მისი ღრმა ცოდნა მოლეკულური წონებისა და ურთიერთქმედების შესახებ გახდა საწინდარი დასკვნისა, რომ საუკეთესო ხარისხის გარანტიაა ბალანსი: 1 მოლეკულა ეთილის სპირტისა და 2 წყლისა, შესაბამისად არაყი უნდა სეიცავდეს 38% ალკოჰოლს და დანარჩენი 62% უნდა იყოს წყალი. 1894 წელს რუსეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონპროექტი და დააწესა, რომ არაყი უნდა წარმოებულიყო 40% ალკოჰოლის დონით.

მენდელეევმა შეისწავლა ნავთობის შემადგენლობა და სათავე დაუდო რუსეთში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკა.

დიმიტრი ივანოვიჩ მენდელეევი გარდაიცვალა პეტერბურგში 1907 წლის 2 ტებერვალს, 72 წლის ასაკში გრიპისგან.

მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი ს ახელი მიენიჭა, მისივე შექმნილ პერიოდულობის სისტემაში კი 101-ე, რადიაქტიურ ელემენტს მენდელეევიუმი ეწოდა.

2.3მჟავას, ტუტის და მარილის ელექტროლიტური დისოციაცია.

1)მჟავა ელექტროლიტია, რომელიც დისოცირდება წყალბადის კათიონად და მჟავური ნაშთის ანაიონად.
2)ტუტე ელექტროლიტია, რომელიც დისოცირდება მეტალის კათიონად და ჰიდროქსილის ჯგუფის ანიონად.
3)მარილი ელექტროლიტია, რომელიც დისოცირდება მეტალის კათიონად და მჟავური ნაშთის ანიონად.

2.2ელეტროლიტური დისოციაციის სითბური ეფექტი.

1)იონების ურთიერთქმედების რეაქციას წყლის მოლეკულებთან იონთა ჰიდრატაცია ეწოდება, წარმოქმნილ პროდუქტს კი - ჰიდრატირებული იონი.
2)ჰიდრატირებული იონების წარმოქმნა ქიმიური პროცესია, რომლის დროს ყოველთვის გამოიყოფა ენერგია სითბოს სახით.

2.1ელექტროლიდები და არაელექტროლიდები

1)ელექტროლიტების წყალხსნარებსა და ნალღობებში ელექტრული დენის არსებობას კათიონებისა და ანიონების ელექტროდებისაკენ მოწესრიგებული მოძრაობა განაპირობებს.
2)რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებდ იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს ატარებს, ელექტროლიტები ეწოდება.
3)რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად არ იშლება და ამიტომ ელექტრულ დანს არ ატარებენ, არაელექტროლიტები ეწოდება.
4)წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლითის იონებად დაშლას ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება.

1.1ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი.

1) სითბოს იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ქიმიური რეაქციების დროს, რეაქციის სითბური ეფექტი ეწოდება.
2) ქიმიურ რეაქციას, რომლის მიმდინარეობისას სითბო გამოიყოფა, ეგზოთერმული რეაქცია ეწოდება, ხოლო რომლის მიმდინარეობისას სითბო შთაინთქმება - ენდოთერმული.
3) ქიმიურ განტოლებას, რომელშიც ნაჩვენებია რეაქციის სითბური ეფექტი, თერმოქიმიური განტოლება ეწოდება.

1.2 ქიმიური რეაქციის სიჩქარე.

1)მინიმალურ ენერგიას, რომელიც აუცილებელია ნაწილაკების არააქტიურიდან აქტიურ მდომარეობაში გადასაყვანად, აქტივაციის ენერგია ეწოდება.
2) ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ნივთიერების ბუნება, შეხების ზედაპირის ფართობი, ნივთიერებათა კონცენტრაცია.

1.3 როგორ განვსაზღვროთ მიმდინარე ქიმიური რეაქციის სიჩქარე.

1)ქიმიური რეაქციის საშუალო სიჩქარე განისაზღვრება ერთ-ერთი მორეაგირე ან მიღებული ნივთიერების მოლური კონცენტრაციის ცვლილებით დროის ერთეულში.
2)ტემპერატურის ყოველი 10 გრადუსით გადიდებით რეაქციისსიჩქარე 2-4-ჯერ იზრდება.

1.4 კატალიზატორი.

1) ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქიმიურ რეაქციაში, ცვლის მის სიჩქარეს, თვითონ კი უცვლელი რჩება რეაქციის დასრულების შემდეგ, კატალიზატორი ეწოდება.
2)კატალიზატორი ამცირებს აქტივაციის ენერგიას.
3)ინჰიბიტორი ამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
4)ჰომოგენურია კატალიზი, როდესაც მორეაგირე ნივთიერებები და კატალიზატორი ერთ ფაზაშია, ჰეტეროგენული კატალიზის დროს კი - სხვადასხვა ფაზაშია.