Gym Class Heroes

Your description goes here

  • RSS
  • Delicious
  • Facebook
  • Twitter

Popular Posts

Hello world!
Righteous Kill
Quisque sed felis

About Me

My Photo
მოსწავლე
თბილისი, Georgia
View my complete profile

Popular Posts

Thumbnail Recent Post

Righteous Kill

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Quisque sed felis

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Etiam augue pede, molestie eget.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit nisl in ...

Hellgate is back

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Quisque sed felis. Aliquam sit amet felis. Mauris semper, velit semper laoreet dictum, quam diam dictum urna, nec placerat elit ...

Post with links

This is the web2feel wordpress theme demo site. You have come here from our home page. Explore the Theme preview and inorder to RETURN to the web2feel home page CLICK ...

Archive for November 2009

Ag 47
107,8682
4d10 5s1
ვერცხლი


ვერცხლი — ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). რბილ თეთრ მბზინვარე გარდამავალ ლითონს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა ახასიათებს ლითონთა შორის და გვხვდება როგორც მინერალებში, ისე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ისტორია [რედაქტირება]

ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. სასაქოლნო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა.

კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე

1,00794
1s1
წყალბადი


წყალბადი ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით – 1 და ატომური მასით – 1,00794. მისი ქიმიური სიმბოლოა H. ბუნებრივი წყალბადი შედგება ორი სტაბილური ნუკლიდისაგან მასური რიცხვით 1,007825 (99,985% შენაერთში) და 2,0140 (0,015%–ში). აგრეთვე ბუნებრივ მდგომარეობაში წყალბადის შემადგენლობაში შედის რადიოაქტიური ნუკლიდის – ტრითიუმის მცირედი რაოდენობა. წყალბადს მიაკუთვნებენ ელემენტთა, როგორც პირველ ჯგუფს (ტუტე ლითონებს), ასევე მეშვიდე ჯგუფს (ჰალოგენებს).

წყალბადის ატომს გააჩნია რამოდენიმე იზოტოპი, რომლებიც იმდენად განსხვავდებიან მასით, რომ მათი ფიზიკური თვისებები (ნაწილობრივ ქიმიურიც) მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს განსხვავება განპირობებულია წყალბადის იზოტოპთა მასათა დიდი სხვაობით.
პროთიუმი (ლათ. Protium, protos – პირველი), მასური რიცხვი – 1, აღინიშნება სიმბოლოთი – H, ბირთვს ეწოდება – პროტონი და აღინიშნება ლათინური ასოთი – р.
დეიტერიუმი (ლათ. Deuterium, deutero – მეორე), მასური რიცხვი – 2, აღინიშნება სიმბოლოთი – D, ბირთვს ეწოდება – დეიტრონი და აღინიშნება ლათინური ასოთი – d.
ტრითიუმი (ლათ. Tritum, tritos – მესამე), მასური რიცხვი – 3, აღინიშნება სიმბოლოთი – Т, ბირთვს ეწოდება – ტრითონი და აღინიშნება ლათინური ასოთი – t.

ნეიტრალურ მდგომარეობაში წყალბადის ატომის რადიუსია – 0,024 ნმ. ატომის იონიზაციის ენერგიაა – 13,595 ევ. პოლინგის შკალის მიხედვით წყალბადის ელექტროუარყოფითობაა – 2,20. თავისუფალ მდგომარეობაში – უსუნო, უგემო და უფერო ადვილად აალებადი აირია. წყალბადი ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტია სამყაროში.სექციების სია [დამალვა]
1 აღმოჩენის ისტორია
2 ფიზიკური და ქიმიური თვისებები
3 ბიოლოგიური როლი
4 იხ. აგრეთვე

აღმოჩენის ისტორია [რედაქტირება]

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების ხანაში აღმოჩენილ იქნა, რომ ლითონებისა და მჟავების ურთიერთქმედებისას გამოიყოფა ადვილად აალებადი აირი. 1766 წელს ეს აირი გამოიკვლია ინგლისელმა მეცნიერმა ჰენრი კავენდიშმა. მან შეამჩნია, რომ წვის შედეგად აირიდან მიიღება წყალი, მაგრამ მეცნიერი ფლოგისტონის თეორიის მიმდევარი იყო, რამაც მას სწორი დასკვნების გამოტანაში ხელი შეუშალა.

1783 წელს, სპეციალური გაზომეტრების გამოყენებით ანტუან ლავუაზიემ და ჟან მენიემ მოახდინეს წყლის სინთეზი, ხოლო შემდეგ კი მისი ანალიზი. ცდების შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ ჟანგბადი წყლის შემადგენლობაში შედის. 1787 წელს ლავუაზიე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალბადი წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს და უწოდა მას hydrogène (წყლის წარმომქმნელი; ბერძ. ὕδωρ (hudôr), „წყალი“ და γεννᾰν (gennen), „წარმოქმნა“). წყლის შედგენილობის დადგენამ საბოლოოდ დაანგრია "ფლოგისტონის თეორია", რამაც დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში.

მე–18 და მე–19 საუკუნეთა მიჯნაზე დადგინდა, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, წყალბადის ატომს გააჩნია ყველაზე მცირე მასა, რის გამოც ეს სიდიდე ეტალონად იქნა მიჩნეული.